აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო

აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც სენატმა დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ე.წ. ნაწილობრივი შათდაუნი აშშ-ის მასშტაბით აეროპორტების და ქვეყნის სანაპირო დაცვის მუშაობას შეაფერხებს, თუმცა „შათდაუნი“ აშშ-ის საიმიგრაციო სააგენტოების მუშაობას ხელს არ შეუშლის.

„დემოკრატი“ კონგრესმენების განცხადებით, დეპარტამენტის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ მასში საიმიგრაციო სააგენტოებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით სხვადასხვა ზომები არ შევა. კერძოდ, „დემოკრატები“ ითხოვენ, რომ საიმიგრაციო აგენტებისთვის ნიღბების ტარება აიკრძალოს და მათ მიერ ორდერის მიღების წესები გამკაცრდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტის დაფინანსების ვადის ამოწურვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინაროებდა“.

„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის უნდა დავიცვათ. ისინი შესანიშნავად მუშაობენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი