რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კრასნოდარს დრონებით მასიურად შეუტია

უკრაინა კვირას ღამით კრასნოდარის მხარეს დრონებით თავს დაესხა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა,

- ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„ზიანი დაფიქსირდა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, სოჭში და ანაპის სოფელ იუროვკაში. ყველაზე სერიოზული მდგომარეობა სოფელ ვოლნაშია. იქ დაზიანდა ნავთობის შესანახი ავზი, საწყობი და ტერმინალები“, - დაწერა კონდრატიევმა „ტელეგრამ“ არხზე.

როგორც კონდრატიევი აღნიშნავს, ამჟამად არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო დახმარებას უწევენ.

კონდრატიევის თქმით, რეგიონში ხანძარს 120-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა