შსს - პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც 14 წლამდე გოგონებს სოციალური ქსელით ინტიმური ვიდეო გაუგზავნა ფოტოსთან ერთად და მათგან ანალოგიური ხასიათის მასალის გადაგზავნა მოითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს.ჭ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

„კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, საიდანაც ის 14 წელს მიუღწეველ გოგონებს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა