ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდება.

„ორშაბათს, ბირთვული ექსპერტების თანხლებით, შევხვდები რაფაელ გროსის ტექნიკური საკითხების სიღრმისეული განხილვისთვის“, - წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ასევე გეგმავს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდთან შეხვედრას აშშ-სთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვამდე.

„ჟენევაში ვიმყოფები სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მიღწევის რეალური იდეებით. რა არ დევს მაგიდაზე: დამორჩილება მუქარის წინაშე“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს