საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ვივა ჯგუფი“ გახდა

2014 წელს დაარსებული “ვივა ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაარსების დღიდან კომპანია ჩამოყალიბდა როგორც სანდო პარტნიორი ჯანდაცვის სექტორში და დღეს წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიურ ბრენდებსა და ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებს.

ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, კომპანიის მიზანია რეგიონში საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის განვითარება.

მათივე ცნობით, „ვივა ჯგუფი“ ორგანიზაციებს ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაში, ინფრასტრუქტურის განახლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. კომპანია ქმნის სისტემურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის ეფექტურობას და აუმჯობესებს პაციენტის შედეგებს.

„ვივა ჯგუფი“ მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის სამედიცინო და ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებსა და გრძელვადიან მხარდაჭერას.

კომპანია ასევე წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Beckman Coulter, Werfen, Cepheid, BD, Sakura, Bio-Rad, Bruker და Bioeksen. ეს პარტნიორობები მოიცავს არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდებას, არამედ ცოდნისა და ხარისხის სტანდარტების გაზიარებას რეგიონში.

კომპანია აქტიურად ოპერირებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.

„მივესალმებით „ვივა ჯგუფს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია გამოირჩევა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობით და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობით. დარწმუნებული ვართ, რომ „ვივა ჯგუფი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში მაღალი სტანდარტების განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა