ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - დებატებზე ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს - გავიგეთ, რომ არ მოსწონთ კონცეფცია, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, ვეღარ გავიგეთ

ილიას უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიჰყვება იმ ლექსიკას, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მათ ამ დრომდე ვერ მოისმინეს ვერც ერთი არგუმენტი იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს გულისხმობს.

„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე თვითონ ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ილიას უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი, არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც მე, პირადად, შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს - ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება, ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. თქვენ, ალბათ, ნახეთ დებატები და იხილავდით, რომ იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის, დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა - რა. რას ფიქრობდნენ - გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია და რაც შეეხება არგუმენტს, მას დაესმის კითხვა - რატომ, და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ, რატომ არ მოსწონთ, ვეღარ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის გაგრძელება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში თუ ამის მზაობას დავინახავთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და შეიძლება იმ დისკუსიაში რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცას არ დავეთანხმეთ, მაგრამ მთლიანობაში ჩამოგვიყალიბდა განცდა და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ზოგადად, არ იყო მიზანშეწონილი თსუ-სთან ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა