ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე - უსაფრთხოებას უკავშირდებოდა  და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა - ესეც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა როგორც კობახიძემ განმარტა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ვიზიტის შინაარსის კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშშ-ში გამართული მაღალი დონის შეხვედრაც იძლევა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების ოპტიმიზმს.

„მგრძნობიარე თემაა, აქედან გამომდინარე კონკრეტიკაში ვერ შევალ, მგრძნობიარე- არა, უფრო სწორად, უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა. მას ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია, მთავარია ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს