ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე - უსაფრთხოებას უკავშირდებოდა  და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა - ესეც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება შესაძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა როგორც კობახიძემ განმარტა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ვიზიტის შინაარსის კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშშ-ში გამართული მაღალი დონის შეხვედრაც იძლევა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების ოპტიმიზმს.

„მგრძნობიარე თემაა, აქედან გამომდინარე კონკრეტიკაში ვერ შევალ, მგრძნობიარე- არა, უფრო სწორად, უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა. მას ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია, მთავარია ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს