BTU-ს პროფესორი და ბრიტანული RUSI-ს მკვლევარი ნათია სესკურია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შაბათს, 14 თებერვალს Royal United Services Institute (RUSI)-ს მკვლევარი, ნათია სესკურია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. მან მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დახურულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ცენტრის, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოსა (DGAP) და DF-ის ორგანიზებით გაიმართა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (MSC) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა, რომელიც 1963 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აერთიანებს გლობალურ ლიდერებს, პოლიტიკოსებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს. ფორუმი ტრადიციულად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული კრიტიკული გამოწვევების განხილვის სივრცეს წარმოადგენს. ნათია სესკურიას მონაწილეობა მსგავსი რანგის დახურულ დისკუსიაში ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

Royal United Services Institute, რომელიც მსოფლიოში RUSI-ს სახელით არის ცნობილი, წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მსოფლიოს უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ანალიტიკურ ცენტრს. ორგანიზაცია 1831 წელს, ველინგტონის ჰერცოგის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნეა, რაც გლობალური სტრატეგიული აზროვნების ეპიცენტრშია. მისი სათაო ოფისი ლონდონში, უაითჰოლში.

RUSI-ს მკვლევრები მუშაობენ როგორც ტრადიციულ სამხედრო მეცნიერებებზე — სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სტრატეგიებზე, ისე ისეთ თანამედროვე მიმართულებებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის როლი ომში და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა. ინსტიტუტის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია საერთაშორისო მედიასა და სამეცნიერო საზოგადოებაში. RUSI-ს ექსპერტები არიან მსოფლიოში ყველაზე ხშირად ციტირებადი სპეციალისტები ისეთ გამოცემებში, როგორიცაა BBC, CNN და The Economist. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოსცემს პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალს RUSI Journal, რომელიც თავდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება. ინსტიტუტი გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-იას პატრონაჟის ქვეშ არის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორგანიზაციის განსაკუთრებულ სტატუსს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო