სახალხო დამცველის აპარატი - კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან - ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს

სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით გაავრცელა, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

„როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა