ირაკლი ქადაგიშვილი - სანამ არის ოკუპაციის მძიმე გარემოება, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება

სანამ არის ოკუპაციის მძიმე გარემოება, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, „საქართველოს სუვერენიტეტი ერთგვარ ეკონომიკურ თუ ფინანსურ ბენეფიტზე არ იცვლება“.

„ჩვენი პასუხი ნათელია - სანამ არის ოკუპაციის მძიმე გარემოება, ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. როცა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის ორი სხვა საელჩო, ამ შემთხვევაში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ ხდება.

ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყველას აქვს თავისი ინტერესი. ეს ინტერესი მაინცდამაინც არ არის ყოველთვის სიკეთით გამსჭვალული. ამიტომ ხან ჩრდილოეთიდან, ხან დასავლეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან, ხან სამხრეთიდან ვიღაცა რაღაც განცხადებას გააკეთებს. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ყველა ამ განცხადებას ცივი გონებით შევხედოთ და ქვეყნისათვის პრაგმატული პოზიციიდან გავცეთ პასუხი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინომ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგის არ არსებობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ეკონომიკურ წარმატებებს.

"მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად - ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით," - განაცხადა მიხაილ გალუზინიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს