სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავხსენით საკითხი, საქართველო იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - ასევე, ვეწინააღმდეგები ყულევის პორტის სანქციების ჩამონათვალში შეტანას

ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში. საქართველოს შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იურაი ბლანარის თქმით, სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც, თუმცა საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზეც.

მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სწორი დიალოგი გაიმართოს.

„დღევანდელი შეხვედრისას შევეხეთ ასევე საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში შესასვლელად. სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროპის დიპლომატიის მიზანია, რომ დიალოგი შენარჩუნდეს და პოზიციები გაირკვეს. მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს, რათა ერთმანეთის მიმართ ვიყოთ მართლები. კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს, რომ გამოირიცხოს დეზინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ქალბატონმა მინისტრმა პირველი ხელიდან უნდა მიიღოს ეს ინფორმაციები. ვიცით, სად არის ეს დიალოგი და გვინდა, ეს დიალოგი გაგრძელდეს.

რუსეთთან კავშირში მოიხსენიება ნავსადგური, რომელიც ბრიუსელის აზრით, გამოიყენება სანქციებისთვის თავის არიდებაში. ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან არის ძალიან მჭიდრო კავშირი საქართველოს მხრიდან და ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს, რატომ არიდებდა საქართველო ამ სანქციებს თავს. ვეწინააღმდეგები ამ პორტის სანქციების ჩამონათვალში შეტანას“, – განაცხადა ბლანარმა.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო