მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა -  ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით

ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა. ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი თქმით, საქართველო მრავალი წელია გამოხატავს გულწრფელ სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად აგრძელებს მუშაობას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ხშირად გამოიყენება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ან ზეწოლის ინსტრუმენტად.

„საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია გულწრფელი სურვილი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და მიისწრაფვის ამ მიმართულებით. 2014 წლიდან ქვეყანა არის ასოცირებული პარტნიორი და წარმატებით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც გათვალისწინებული იყო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის და გარკვეული ზეწოლის განხორციელების ინსტრუმენტად. ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა. ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით.

ის, რაც საქართველოს სურს, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი წარიმართოს ისე, როგორც ეს ნებისმიერს დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება - უცხოური ჩარევების გარეშე. ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი. ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა. როდესაც არის გამოწვევა, ამას სჭირდება საკანონმდებლო ჩარჩო, რათა გავუმკლავდეთ გამოწვევას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს ასევე არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ რეფორმების გატარება, რაც ევროკავშირში წევრობას სჭირდება. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება არის ის, რომელიც უზრუნველყოფს საფუძვლის შექმნას ქვეყნის ევროკავშირში წევრობას. ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ საქართველო 2030 წელს იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო უკეთ მომზადებული. ქვეყანა, რომელიც შეძლებს და ექნება უნარი იმის, რომ ძლიერ სახელმწიფოებს შორის დაიდოს ბინა, იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს ამ ჩარჩოში არსებობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა