ნუგზარ წიკლაური - ახალი კანონის ინიცირება გვეუბნება, რომ რეჟიმს არ აქვს ძალა, გადაჭრას კრიზისი, რაც ლეგიტიმაციას უკავშირდება - საკითხი უნდა გადაიჭრას დიალოგით, არჩევნების დანიშვნით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით, წარმატების სხვა გზა არ არსებობს

კანონის ინიცირება გვეუბნება, რომ რეჟიმს არ აქვს პოლიტიკური და მორალური ძალა, გადაჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკავშირდება მის ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც ეხმაურება დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის ინიცირებით „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მას უდგას არაღიარების პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ ორმოცდაათიოდე ადამიანი დარჩა, რომელიც აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას და უცებ იღებენ კანონს, რომელიც არის ყველასთვის სავალდებულო. რეალურად აღიარეს ის პრობლემა, რაც უდგათ, ეს არის არაღიარება როგორც ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლის მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვიცით, რომ არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ აღიარა 2024 წლის არჩევნების შედეგები.

არის თავგანწირული მცდელობები, რომ ფასადი შექმნან, თითქოს არსებობს რაიმე სახის ურთიერთობები ცივილიზებულ სამყაროსთან, მაგრამ ეს ასე არ არის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ვნახეთ, სადაც წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რა უნდა გააკეთოს, თუკი მას სერიოზულად სურს ურთიერთობების გადატვირთვა. კომიკურია შეხვედრები ხან ბოცვანას დელეგაციასთან, ხან ერაყის ქურთისტანის დელეგაციასთან, მეშვიდე თუ მერვე ვიზიტი უნგრეთში ორბანთან, ვიზიტი ფიცოსთან და შემდეგ ისევ დაბრუნება ძველ წრეზე აზიისკენ. ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის იზოლაციაში, მისი ლეგიტიმურობა არ არის აღიარებული და საკითხი უნდა გადაიჭრას პოლიტიკური გზით: დიალოგით, არჩევნების დანიშვნით და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით. წარმატების სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა