დონალდ ტრამპი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე - ამ მოლაპარაკებებში ირიბად ჩავერთვები, ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ირიბად ჩაერთვება ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშაბათს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

„მე ამ მოლაპარაკებებში ირიბად ჩავერთვები. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

შეთანხმების მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ირანი დიდი ხანია ცდილობს მოლაპარაკებებში მკაცრი პოზიციის დაკავებას, მაგრამ ამ მიდგომის შედეგები გასულ ზაფხულს ისწავლა, როდესაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თეირანი ამჯერად მოლაპარაკებებისთვის მოტივირებულია.

„არა მგონია, მათ სურდეთ შედეგები, რასაც შეთანხმების მიუღწევლობა მოიტანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს