რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმამ ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო შენობები დააზიანა. ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. მეორეში კი მაღაზია და ავტოგასამართი სადგური დაზიანდა. ვრცელდება ინფორმცია ორი დაშავებულის შესახებ “, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, დარტყმის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის დროს ოდესასა და დნეპროში აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს