რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეში ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად ხომალდები გაგზავნეს

რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ხომალდები გაგზავნეს ერთობლივი წვრთნებისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტეში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ძალიან აქტუალური აღმოჩნდა წვრთნები „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2026“ ჰორმუზის სრუტეში, სადაც რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა თავიანთი ხომალდები გაგზავნეს“, - აღნიშნა პატრუშევმა.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი, რუსეთი და ჩინეთი თებერვლის ბოლოს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მერვე ერთობლივ საზღვაო წვრთნებს, „უსაფრთხოების სარტყელს“, ჩაატარებენ.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების და ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები.

წვრთნები - „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ - 2019 წლიდან ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ინიციატივით ტარდება. ირანული მედია წერს, რომ წვრთნების მიზანია გლობალური საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების გაძლიერება. სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მოქმედებები მოიცავს მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლას, საზღვაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სამაშველო ოპერაციების ჩატარებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს