ეკა სეფაშვილი - საკონსტიტუციო ორგანოების არაღიარება მოდად შემოვიდა და ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც შემდგომში ძალადობრივი მოქმედებები მოსდევს

საკონსტიტუციო ორგანოების არაღიარება მოდად შემოვიდა და ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც შემდგომში ძალადობრივი მოქმედებები მოსდევს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

მისი თქმით, ამ კანონების მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი გზით და ეს კანონით დასჯადი და აკრძალული არ არის.

„საკონსტიტუციო ორგანოების არაღიარება მოდად შემოვიდა და ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც შემდგომში ძალადობრივი მოქმედებები მოსდევს. ეს არის ტერორიზმისკენ, რადიკალიზმისკენ და ძალადობისკენ მიმართული პირველი ნაბიჯები. სწორედ ამას უნერგავენ ახალგაზრდებს და ხალხს, ვინც მიტინგებზე ძალადობას ჩადის სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელების წინააღმდეგ და არაკანონიერად იბრძვიან. კანონიერად, ანუ მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვა ამ ქვეყანაში აკრძალული არ არის. ამ კანონების მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი გზით - ეს კანონით დასჯადი და აკრძალული არ არის”, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შემოდის და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი - 316-ე პრიმა მუხლი ემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს