ნატო-ში აშშ-ის ელჩის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მთავარ დაბრკოლებად ტერიტორიული საკითხი რჩება

ჟენევაში პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ველით, მაგრამ ცხადია, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ორივე მხარემ უნდა მოძებნოს გზა, რომლითაც ისინი შეთანხმდებიან ამ ომის დასრულებაზე, - ამის შესახებ ნატო-ში შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერი Fox News-ს განუცხადა.

მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს და სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებში ყველაზე რთული საკითხი ტერიტორიების საკითხია. უიტეკერმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვები, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ „ყველაფერი ერთ საკითხამდე - ტერიტორიებამდე - დადის“.

„არსებობს ძალიან რთული საკითხები, როგორც სტივ უიტკოფმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, სინამდვილეში ეს ერთ საკითხამდე დადის და ეს ტერიტორიებია, ეს იქნება ყველაზე რთული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს