ვატიკანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებს

ვატიკანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა.

„ვატიკანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებს, მისი განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე, რაც სხვა სახელმწიფოების ბუნებიდან აშკარად განსხვავდება. რამდენიმე კრიტიკული საკითხი არსებობს. ერთი ის არის, რომ საერთაშორისო დონეზე კრიზისებს გაერო უნდა მართავდეს“, - განაცხადა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.

ცნობისთვის, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, პიეტრო პაროლინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.

„მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს