კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს - დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია და ამაში ივანიშვილის როლი გარდამტეხია

ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ-სთეითი“ წარმოადგენს.

უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მისივე თქმით, შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია.

„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.

ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.

უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.

შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც მთავარია სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა - ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეო“,- წერს კახა კალაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს