უკრაინამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ საპასუხო ზომებს უკრაინელების მკვლელობაში მისი დახმარების ყველა ფორმის წინააღმდეგ. პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ამას გლობალური ეფექტი ჰქონდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, 2025 წლის მეორე ნახევარში, რუსებმა ბელარუსის ტერიტორიაზე დრონების სამართავი სისტემები განალაგეს, რის შედეგადაც უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებზე თავდასხმებისთვის რუსეთის შესაძლებლობები გაიზარდა.

„უკვე დიდი ხანია ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის სუვერენიტეტს თავისი პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცვლის, რუსებს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, რუსეთის ომს ამართლებს და ახლა ომის გახანგრძლივების მიზნით თავის მონაწილეობას ზრდის. ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს