ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე - იცით, რომ არსებობს ორი მიმართულება - სამხედრო და პოლიტიკური - სამივე მხარე კონსტრუქციული იყო სამხედრო მოლაპარაკებებში, პოლიტიკურში კი ასეთი პროგრესი არ ყოფილა

იცით, რომ არსებობს ორი მიმართულება - სამხედრო და პოლიტიკური. მინდა ვთქვა, რომ სამივე მხარე კონსტრუქციული იყო სამხედრო მოლაპარაკებებში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კი ასეთი პროგრესი არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულმა დელეგაციამ ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს - ეს ყველაფერი მგრძნობიარე საკითხებია, რის შესახებაც თქვენ იცით, - ვხედავთ, რომ არის განვითარება, თუმცა პოზიციები ამ ეტაპზე განსხვავებულია, რადგან მოლაპარაკებები მარტივი არ იყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ყველა დეტალს მოგვიანებით მიაწვდის.

„ასე რომ, მოვისმინე სამხედრო ფრონტზე პროგრესის შესახებ, პოლიტიკურ ფრონტზე კი - იყო დიალოგი, შევთანხმდით წინსვლაზე, შევთანხმდით გაგრძელებაზე. მაგრამ არ მომისმენია იქ ისეთი პროგრესის შესახებ, როგორიც სამხედრო ფრონტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს