ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს შეხვდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გუშინ გაიმართა.

როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმი“ ვერ იქნება მოსყიდული ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„ამ მექანიზმის უპირატესობა არის ის რომ, ძალიან სწრაფი, კონკრეტული და შედეგიანი მექანიზმია, რომელიც დიდად არ უკავშირდება ხანგრძლივ განხილვებს და უფრო პოლიტიკურ შეფასებებს. ის დებს ძალიან მკაფიო სამართლებრივ შეფასებებს, ძალიან მკაფიო მოთხოვნებით. ამ მექანიზმის დასკვნის გამოყენება ძალიან მარტივი და მიზანმიმართულია საერთაშორისო ინსტანციებში, რომლებიც უკვე პასუხისმგებლობას აყენებენ. ძალიან კარგია, რომ ეს „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. ძალიან მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვისაც, იმიტომ, რომ იშვიათად გამოყენებული მექანიზმია. ზუსტად ვიცი, რომ ეს მექანიზმი ვერ იქნება მოსყიდული ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, შეხვედრის დასრულებისას.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს