DIGITECH - BTU-ში ევროკავშირის დაფინანსებით ახალი ინოვაციური პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტი - DIGITECH - Introduction of Innovative Technologies in Digitalization of Technological Processes and Production დაიწყო, რომელიც ჰამბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტთან (სლოვენია) პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.

პროექტის მიზანია საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში განათლების ხარისხისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება მათთვის ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიჯიტალიზაციის სფეროში უახლესი უნარების განვითარებით, სწავლების მეთოდოლოგიების მოდერნიზაციასა და აკადემიასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად. პროექტითვე გათვალისწინებულია BTU-ში Digital Twins-ის ინოვაციური ლაბორატორიის შექმნა.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ატარებს მასშტაბურ კვლევას სტუდენტთა ცოდნისა და ტექნიკური უნარების შეფასების მიზნით, როგორც სტუდენტების, ისე სასწავლო პროცესში ჩართული ლექტორებისა და დამსაქმებლების მონაწილეობით. საბოლოოდ, კვლევის შედეგების ასახვა მოხდება ბტუ-ს სასწავლო პროგრამებში. აღნიშნული კი თავის მხრივ ემსახურება განათლების შედეგებსა და ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას მოქმედ სასწავლო პროგრამებში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით, როგორიცაა დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება (Machine Learning) და ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence).

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე