პერუს კონგრესმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი აირჩია

პერუს კონგრესმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი აირჩია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პერუელმა კონგრესმენებმა კონგრესის თავმჯდომარისა და დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხოსე ბალკასარი აირჩიეს, რომელიც ქვეყანას 12 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

პერუს კონგრესში გამართულ კენჭისყრაზე მემარცხენე ხოსე ბალკასარმა მემარჯვენე-ცენტრისტი მარია დელ კარმენ ალვა 64 ხმით 46-ის წინააღმდეგ დაამარცხა.

83 წლის ხოსე ბალკასარი ბოლო რვა წლის განმავლობაში პერუს მერვე პრეზიდენტია.

ბალკასარმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ხოსე ხერი შეცვალა, რომელიც პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. ხოსე ხერი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში იკავებდა, კონგრესმა ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო შექმნილი სკანდალის ფონზე გადააყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს