რატი იონათამიშვილი - ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა - ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა

ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა - ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ცილისწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისთვის ბოდიშის მოხდა ყველას მოუწევს.

„ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა. ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა. ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, შესაბამისად, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართული საზოგადოებისთვის ცილისწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!