ჰაკან ფიდანი - თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ირანი ნამდვილ მოლაპარაკებებს ომის გარეშე მიაღწევენ

თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ირანი ნამდვილ მოლაპარაკებებს სამხედრო ოპერაციის ან ომის გარეშე მიაღწევენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ჩვენი სურვილია, რომ სამხედრო ოპერაციის ან ომის საჭიროება არ იყოს და მხარეებმა ნამდვილად მიაღწიონ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ფიდანმა.

მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც ანკარა ყურადღებით აკვირდება.

„როგორც იცით, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. სტამბოლში დაწყებულმა პროცესმა ამერიკელებსა და ირანელებს შორის საუბრის განახლება გამოიწვია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. არსებითად, იმედისმომცემი მრავალი მიზეზი არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი შედეგს მიაღწევენ, განსაკუთრებით ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონში აშშ-ის მზარდი სამხედრო აქტივობა „მკაცრად“ კონტროლდება.

„ვაკვირდებით, რომ სამხედრო მობილურობაც გაიზარდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მიზნად ისახავს თუ არა ეს სამხედრო აქტივობა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ზეწოლას, თუ ეს წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაა“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოზიტიური დიპლომატიური სიგნალების მიუხედავას, პროცესი კრიტიკულ ზღურბლზე რჩება.

„როგორ ხდება ეს პრაქტიკულად განხორციელებადი, როდის მოხდება, როგორ აღიქვამენ ამას მხარეები და როგორ წარმართავს ეს აღქმა მათ შემდეგ ნაბიჯებს - ახლა კრიტიკულ ზღურბლზე ვართ. ამას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს