ზურაბ ცეცხლაძე - ფაქტობრივად სასამართლომ მიუთითა შსს-ს, რომ ჩემს მიმართ აღძრას სიახლის სამართლის საქმე გზის გადაკეტვის ბრალდებით

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ „ტროტუარის გადაკეტვის“ გამო, შესაძლოა შსს-მ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

კერძოდ, ცეცხლაძის თქმით, საპატრულო პოლიციის 09 თებერვალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ტროტუარის გადაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო წარედგინა, რომელმაც ფაქტობრივად მიუთითა შსს-ს, რომ მის მიმართ აღძრას სიახლის სამართლის საქმე გზის გადაკეტვის ბრალდებით.

„მინდა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგაწოდოთ, ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მზადების შესახებ.

საპატრულო პოლიციას ჩემს მიმართ 2026 წლის 09 თებერვალს შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ტროტუარის გადაკეტვასთან დაკავშირებით, რაც წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ საქმე განიხილა დაუსწრებლად, შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმე და დაუბრუნა შსს-ს, წარდგინებით, რომ საქმე ადმინისტრაციული არ არის და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ამით, ფაქტობრივად სასამართლომ მიუთითა შსს-ს, რომ ჩემს მიმართ აღძრას სიახლის სამართლის საქმე გზის გადაკეტვის ბრალდებით, რაც ითვალისწინებს სასჯელის ზომას 1 წლამდე.

მინდა, მივმართო თვითმარქვია რუსულ რეჟიმს, თქვენი შეშინებული არ გაიშვას. ჩემთვის შვება იქნება ისეთ პირობებში ვიცხოვრო, როგორშიც ცხოვრობს ჩემი შვილი. ციხის არ მეშინია, თქვენ წარმოუდგინეთ და არც სიკვდილის, საკმარისად ვიცხოვრე და ვიბრძოლე ამ ქვეყანაზე. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ჩემს შვილს და მომავალ თაობას ვერ ვუტოვებ ჩემი სამშობლოს გარანტირებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

ერთი წუხილი მაქვს კიდევ და ეს ეხება ჩემს 90 წლის დედას, თუმცა ისეთი ძლიერი ქალია რომ, დარწმუნებული ვარ ღირსეულად გადაიტანს ამ განსაცდელსაც და უპირობოდ ცოცხალი და ჯანმრთელი დამხვდება გარეთ.

სადაც ვიქნები, ყველგან ვიბრძოლებ "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე ისტორიული სანაგვის კუთვნილება არ გახდება ეს საოკუპაციო რეჟიმი და მისი სულისჩამდგმელი მატყუარა, ფლიდი, ბოროტი, მოღალატე, ფულის მონა, უსამშობლო და უღმერთო მანქურთი ბიძინა ივანიშვილი.

ცეცხლი ოლიგარქიას!

ბრძოლა ბოლომდე!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!“, - წერს ცეცხლაძე.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია