შალვა პაპუაშვილი - თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავის მსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების დაკარგვას - საქართველო იბრძოლებს, როგორც ყოველთვის

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას, იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“.

„ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო. საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო. მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებასა და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.

დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.

და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავის მსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში, კოჯორი-ტაბახმელასთან თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრები დაიღუპნენ, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!