„არემჯი“ დაბა კაზრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციას განახორციელებს

„არემჯის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის ორი სართულის, ჯამში 1 100 კვ. მეტრის ფართობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის სამუშაოებს ითვალისწინებს.

„წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 1 წელია, ხოლო პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება კულტურის სახლში არსებული 300 სტუმარზე გათვლილი საკონცერტო დარბაზის განახლება, სრულად გამოიცვლება დარბაზის სცენა, რომელიც აღიჭურვება გახმოვანების და სხვა საჭირო თანამედროვე აპარატურით.

შენობა ასევე აღჭურვილი იქნება ახალი გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით.

პროექტის ფარგლებში, 70 კვ. მეტრის ფართობზე დამატებით მოეწყობა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის განკუთვნილი სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც ექნება გასახდელები და სველი წერტილები. დღეის მდგომარეობით კაზრეთის კულტურის სახლში 6 სახელოვნებო წრე და სტუდია-ანსამბლი ფუნქციონირებს, რომელიც 180 მოზარდს ემსახურება. 2009 წლიდან აქვე განთავსდა დაბა კაზრეთის ბიბლიოთეკა, რომელსაც ყოველწლიურად 500-ზე მეტ მკითხველი სტუმრობს.

ბოლო წლებში კულტურის სახლში არსებული ავარიული მდგომარეობის გამო, აქ არსებული სახელოვნებო წრეები და ანსამბლები საქმიანობას სხვა შენობებში აგრძელებდნენ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული წრეების საქმიანობას „არემჯი“ ყოველწლიურად აფინანსებს. 2027 წლიდან ყველა სტუდია და ანსამბლი განახლებულ კულტურის სახლში მოიყრის თავს, სადაც ახალგაზრდები უკვე კეთილმოწყობილ სივრცეში შეძლებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს