მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული არჩილ ჭავჭანიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

თქვენ რომ მავთული გგონიათ, იმაზე საახალწლოდ ორნამენტები მაგრდებოდა და რჩებოდა სულ, - ამის შესახებ ათონელის სასახლის დაცვის ხელმძღვანელმა გიორგი წეველიძემ ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მას საქმის მასალებიდან ვიდეო წარუდგინა.

ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა სდსს-ის თანამშრომელს ის კადრები აჩვენა, რომელშიც მისი შეფასებით, ჩანს, რომ სასახლის ღობე მავთულით იყო გადაბმული.

გიორგი წეველიძემ განაცხადა, რომ ღობე წინასწარ დაზიანებული არ ყოფილა.

აღნიშნული სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებული არჩილ ჭავჭანიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა, იქამდე კი, რამდენჯერმე მისცა შენიშვნა.

„ყოველგვარ ზღვარს გაცდა ადგილიდან წამოძახილები. წესრიგის დარღვევის და სასამართლოს დაუმორჩილებლობის გამო გაძევებული ხართ",- მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს