კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში!

2011 წელს, როდესაც ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.

მისივე თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„თქვენ რაც არ უნდა იწვალოთ, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს. ეს არის ყველაზე მთავარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს