იოჰან ვადეფულის განცხადებით, გერმანია ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ვლადიმერ პუტინს ხვეწნა-მუდარით არ გაედევნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, გერმანია მზადაა, უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა არა დათმობაზე წასვლისთვის.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა ისაუბროს, თუმცა გერმანია მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ჩვენ არ გვაქვს მოსკოვში წასვლისა და იქ დათმობებზე წასვლის განზრახვა. ეს არ მოხდება. თუ სროლა შეწყდება და მოლაპარაკებების სერიოზული სურვილი იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვეწნა-მუდარით არ გაედევნება.

„ველით, რომ, საბოლოოდ, გონივრული წინადადებებიდან სულ მცირე ერთს მიიღებენ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე უარყო მოწოდებები, მათ შორის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან, პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების უფრო აქტიურად წარმართვის შესახებ.

„კომუნიკაციის საკმარისი არხები უკვე არსებობს. თუმცა, არცერთი არხი არ იქნება სასარგებლო, თუ მას საუბარი არ სურს“, - აღნიშნა ვადეფულმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს