ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპულ ინსტიტუტებს უკრაინის ფერებით ვამკობთ - რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, ეს ფერები უფრო კაშკაშაა, ვიდრე ოდესმე

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული ინსტიტუტების შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

„ევროპულ ინსტიტუტებს უკრაინის ფერებით ვამკობთ. ორი ფერი, რომელიც გამბედაობის სულისკვეთებას ასხივებს. ორი ფერი, რომელიც წინააღმდეგობით იწვის. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, ეს ფერები უფრო კაშკაშაა, ვიდრე ოდესმე. სლავა უკრაინი”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ევროპული საბჭოს განცხადებით, საბჭოს შენობა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს