დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უხელმძღვანელებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, ივეტ კუპერი კიევს ეწვევა.

„ამ მძიმე წლისთავზე, უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი გზავნილი მარტივია: დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით დგას. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - აცხადებს კირ სტარმერი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული პაკეტი უკრაინისთვის ენერგეტიკული დახმარების სახით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეიცავს. ასევე, დახმარება უკრაინის საზოგადოების მხარდასაჭერად 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს