ხატია დეკანოიძე - ახლა გასაგები გახდა, რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ - ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა

ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ - ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედსა“ და „POSTV“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა.

მისი თქმით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.

„ახლა უკვე გასაგები გახდა თუ რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ “იმედი”. ვფიქრობ, რომ ქართულ ბიზნესს ესმის თუ რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა. განსაკუთრებით ეს ბანკებს ეხება და მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ. შესაძლოა მათ რეპუტაციულადაც და ფინანსურად დიდი ზიანი მიადგეთ. ასევე, „იმედისა“ და „POSTV“-ის სანქცირება ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. მათ გაუჭირდებათ მოგზაურობა. ასევე, გაუჭირდებათ სხვადასხვა გასართობი გადაცემების, სერიალების ყიდვა. ეს კი იმის შედეგია, რომ ეს ადამიანები რუსულ შხამსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საქართველოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც შეაფასა, სადაც ყულევის პორტის დასანქცირების საკითხიც განიხილებოდა, რომელიც სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა. დეკანოიძის თქმით, მძიმე საყურებელია, რომ „[ბიძინა ივანიშვილი] საქართველოსთვის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას საფრთხის წინაშე აყენებს, საკუთარი ფინანსური და საკუთარი პარტიის - „ქართული ოცნების“ სარგებლისთვის“.

„საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სანქციების თავიდან არიდება ეს „ქართული ოცნების“ ფინანსური სარგებელია. ყულევის პორტში ბიძინა ივანიშვილის დავალებით შემოვიდა რუსული ნავთობი, „ჩრდილოვანი ფლოტის“ დახმარებით, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხნის ვალში იყო „რუსნეფტის“ მფლობელთან. 2012 წელს მან ბიძინა ივანიშვილისგან იყიდა მოსკოვის ცენტრში კომპლექსი და გადაუხადა 1 მილიარდი მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვებოდა. მაშინ [ბიძინა ივანიშვილი] აცხადებდა, რომ რუსეთში აქტივები მოვიცილეო, რომელიც არ იყოს სიმართლე.

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ [ბიძინა ივანიშვილი] საქართველოსთვის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას საფრთხის წინაშე აყენებს, საკუთარი ფინანსური და საკუთარი პარტიის - „ქართული ოცნების“ სარგებლისთვის. მძიმეა იმის გააზრება, რომ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი - ყულევი შესაძლოა სანქციების სიაში მოხვდეს.

რაცშეეხებაუნგრეთსადასლოვაკეთს, ვიცით, რომესქვეყნებიღიადგამოხატავენთავიანთპოზიციას. ესქვეყნებიუკრაინისგანმილსადენისაღდგენასითხოვენ, ამიტომვფიქრობ, რომძალიანმნიშვნელოვანიაგვესმოდესისპასუხისმგებლობა, რომელიცბიძინაივანიშვილსეკისრება, როდესაცისსაქართველოსინფრასტრუქტურასდარტყმისქვეშაყენებს“, - განაცხადახატიადეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს