ვოლოდიმირ ზელენსკი - თავისუფალ სამყაროში რუსული ნავთობის, ტანკერების, ბანკების და რუსი სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ უნდა იყოს - დროა, რუსეთის აგრესიაში მონაწილე ყველა პირს ევროპაში შესვლა აეკრძალოს

უკრაინას ეს ომი არ აურჩევია და მის დასასრულებლად ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პუტინს არ შეუძლია შეეგუოს იმას, რომ სხვაგან ადამიანებს განსხვავებულად ცხოვრება შეუძლიათ და არა ისე, როგორც მას სურს. სწორედ ამიტომ ცდილობს ის ადამიანების გატეხას, არა მხოლოდ ახლა, არამედ მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ის თავად ომს წარმოადგენს. ყველანი, ვინც პუტინს მხარს უჭერენ, ვერ ხვდებიან, რომ ომს ირჩევენ. ეს სიმართლე იყო 1999 წელს და სიმართლეა დღესაც. პუტინის რუსეთს საფუძველი ჩეჩნეთში ომით ჩაეყარა, შემდეგ კი საქართველოში გადაინაცვლა. პუტინი პატივს არ სცემს მისი მეზობლების დამოუკიდებლობას, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის გარდა, რადგან ის მათზე დამოკიდებულია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით ყველაფერს გააკეთებს.

„თავისუფალ სამყაროში რუსული ნავთობის, რუსული ტანკერების, რუსული ბანკების და რუსი სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ უნდა იყოს. დროა, რომ რუსეთის აგრესიაში მონაწილე ყველა პირს ევროპაში შესვლა აეკრძალოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს