მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჟენევაში ვიზიტი შეაფასა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გარდა ამისა, ისინი ამ ფორმატს იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხი და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები შეახსენონ, რომლებიც ხდება და თან ახლავს ოკუპაციას.

„ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს ფორმატში. კომიტეტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, განიხილება ის მთავარი საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ამ ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხი და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, რომლებიც ხდება და თან ახლავს ოკუპაციას,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„ამასთან, იცით, რომ სრულდება ოთხი წელი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან და ეს ტრიბუნაც ასევე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს