ფრიდრიხ მერცი - გერმანიას ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს

გერმანიას ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პეკინში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„არსებობს თანამშრომლობის საკითხები, რომელთა შესახებაც შეშფოთებას გამოვხატავთ, მაგრამ გვსურს თანამშრომლობა უფრო სამართლიანი გახდეს და გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა აღნიშნა, რომ გერმანიასთან თანამშრომლობას მულტილატერალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის დაცვის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც ორმა უდიდესმა ეკონომიკამ და დიდი გავლენის მქონე ქვეყნებმა, ნდობა უნდა გააძლიერონ და სამართლიანი გლობალური მმართველობის სისტემის შექმნის მიზნით ერთად უნდა იმუშაონ“, - აღნიშნა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს