გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე, რომელიც 20 ივნისის საქმეს ეხება, ორ მოწმეს დაკითხავენ

20 ივნისის საქმეზე, რომელზეც ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარიაა, დაზარალებულ ორ მოწმეს დაკითხავენ.

სასამართლოში ჩვენებას ვახტანგ ბერიკაშვილი და ომარ სეხნიაშვილი მისცემენ, ისინი ბრალდების მხარის მოწმეები არიან.

ვახტანგ ბერეკაშვილს გარდა იმისა, რომ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ის ძებნაში იმყოფება.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!