შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს გაკეთებული - ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით [გაკეთებული] - ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს.

„ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ფაშისტური განცხადებები აქვს. შეგახსენებთ მან [რასა იუკნევიჩიენემ] თქვა, რომ "ქართული ოცნება“ არის ინფექცია და ეს არის ფაშისტური განცხადება. მან, ასევე, თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს. ასე რომ, მთავარი პრობლემა არის, რომ დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით [გაკეთებული]. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ვხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, ითქვა კიდეც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს