შალვა პაპუაშვილი - ზელენსკი არის უმადური ადამიანი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს - ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს

ზელენსკი არის უმადური ადამიანი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს - ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს რომ „საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის უკრაინასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი თავი შეიკავა“.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც საქართველოს მიმართ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ის არის უმადური ადამიანი. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ყველას გაგახსენებთ, ელჩი გაიწვია იმის გამო, აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ მადლობა თქვან, მაგრამ მაგათი მადლობა საერთო ჯამში, დიდად აღარ გვჭირდება. ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს