შალვა პაპუაშვილი ყულევის პორტზე - ბატონი პეტერი იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, ამბებს აღარ ავრცელებს, ავრცელებს პროპაგანდას - წარმოადგინოს, რა მტკიცებულებები არსებობს, რთულია რაიმე?

ბატონი პეტერი იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდისტად. ის ამბებს აღარ ავრცელებს, ავრცელებს პროპაგანდას. გუშინ ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული განცხადება მოვისმინეთ. წარმოადგინოს, რა მტკიცებულებები არის. რთულია რაიმე? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის კომენტარს, სადაც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი.

მისივე თქმით, „მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მან, ვინც ბრალს დებს“.

„გუშინ მოვისმინე ბატონი პეტერის კომენტარი, მტკიცებულებები გვაქვსო. იქნებ, თქვენ გაჩვენოთ მტკიცებულებები. ბატონი პეტერი იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდისტად. ფაქტებზე აღარ არის საუბარი. ჩემი შეფასებით, ის ამბებს აღარ ავრცელებს, ავრცელებს პროპაგანდას. ასე რომ, გუშინ ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული განცხადება მოვისმინეთ ბატონი პეტერისგან. ბატონმა პეტერმა წარმოადგინოს, რა მტკიცებულებები არის. რთულია რაიმე? გამოჩნდა ერთი რაიმე, არანაირი წესები, წესრიგი არ არსებობს მათთვის. მორჩა, არის აბსოლუტური თვითნებობა და ამ თვითნებობის დროს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება.

მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მან, ვინც ბრალს დებს. გუშინ ბატონმა პეტერმა გაავრცელა პროპაგანდა, თითქოს არსებობს რაღაც მტკიცებულებები, რაც არის ტყუილი. თუ არადა წარმოადგინოს მტკიცებულებები. „ძალა აღმართს ხნავს“ - როცა ხვდებიან, რომ ძალა აქვთ და კანონი არ არსებობს, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. მიზანი ხომ მარტივია? - თავისუფალ მედიაზე თავდასხმამ ყველაფერს ახადა ფარდა, თან ოკუპაციის 105 წლის თავზე. გუშინდელმა განცხადებებმა, რომ საქართველო უნდა წავიდეს რუსეთთან ესკალაციაზე... ამ მიზანს, რომ რამენაირად რუსეთთან ესკალაციაზე წაგვიყვანონ, არ ეშვებიან. 4 წელი გამოვატარეთ ეს ქვეყანა ისე, რომ არ დავუთმეთ ერთი მისხალიც კი ქართული ინტერესისა, ამის შედეგია მათ შორის, ჩვენთან მშვიდობის შენარჩუნება. დგას გუშინ ევროკავშირის ელჩი და არც კი რცხვენია, რომ ამბობს, ჩვენ ჩვენი ეკონომიკა დავაზიანეთ რუს ტურისტებს რომ არ ვუშვებთო და ახლა თქვენ დააზიანეთ და არ შემოუშვათ რუსი ტურისტებიო. ამაზე პასუხი მიიღეს ამ ადგილას, 4 წლის წინ, 25 თებერვალს რომ არა, არცერთ სანქციას არ დავუწესებთ, დაკმაყოფილდნენ ამით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა განმარტა, დასანქცირების საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტიც. პეტერ ფიშერის განმარტებით, გუშინ ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტი უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მიიღეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!