სალომე ზურაბიშვილი - 25 თებერვალი არის ამსახველი იმისა, თუ რა არის და რას წარმოადგენს რუსეთი

25 თებერვალი არის დღე, რომელიც არის ამსახველი იმისა, თუ რა არის და რას წარმოადგენს რუსეთი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 25 თებერვალს საქართველო დაიპყრო რუსეთმა და არა საბჭოთა რუსეთმა.

„25 თებერვალი არის ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ ყველანი ერთად. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ არ არსებობს გულით და სულით ქართველი, რომელიც არ განიცდის ამ დღეს და არ აღიქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა ეს ჩვენს ისტორიაში, როცა საქართველო დაიპყრო რუსეთმა. ეს არის ის დღე, როდესაც ყველა ახალგაზრდა, ყველა მოწაფე, ყველა სტუდენტი უნდა ფიქრობდეს და ანალიზს აკეთებდეს, რათა ასეთი დღე ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს. ეს არის დღე, რომელიც არის ამსახველი იმისა, თუ რა არის და რას წარმოადგენს რუსეთი. ზოგჯერ ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ საბჭოთა რუსეთი იყო. ჯერ არ იყო საბჭოთა რუსეთი, ეს იყო რუსეთი, მისი წითელი არმია, რომელიც შემოიჭრა საქართველოში და დაიპყრო საქართველო, დახოცა ჩვენი იუნკრები. 25 თებერვალი არის თბილისის აღების დღე და ის დღე, როდესაც მთავრდება საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც დღეს ისევ არსებობს, მაგრამ არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ შევიგნებთ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ამ ქვეყნის მხარდაჭერა და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო არსებობდეს არა მხოლოდ იურიდიულად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ სხვებისგანაც იყოს აღიარებული და ჩვენი ადგილი გვქონდეს ამ რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს