სალომე ზურაბიშვილი "იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - მოსალოდნელი შედეგი იყო, თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები

რაც მოხდა, მოსალოდნელი შედეგი იყო და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული მედიები მედიაროლიდან „გასულები არიან“ და ასრულებენ „პროპაგანდისტულ ფუნქციას“.

„რეალურად თავად დაიწყეს თავისუფალი მედიის დახრჩობა, ხოლო დღეს რაც ხდება არის ის შედეგი, რაც მოჰყვება ამგვარ პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიაროლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, იყო მოსალოდნელი შედეგი და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას „კონსოლიდირებული ალტერნატივა“.

„ყველას კარგად ესმის საზოგადოებაში და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიდანაც არის მოთხოვნა, რომ დაინახონ, რა იქნება ალტერნატივა. ყველა ხვდება, რომ ეს რეჟიმი ასე ვერ გაგრძელდება, სიცოცხლისუნარიანობას ნელ-ნელა კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში, ამიტომ რაღაც სხვა არის საჭირო, უნდა დაინახო ალტერნატივა. მე ვიცი და ჩართულიც ვარ, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისკენ, როგორ შეიქმნას კონსოლიდირებული ალტერნატივა, რომელიც რეალურად ჩვენი მომავალია და ამ ქვეყნისთვის აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს