გიგა ლემონჯავა - ვინც ჯერ კიდევ რჩება სიბოროტის პროპაგანდისტულ მანქანაში, უნდა გაიაზროს, რომ კრიმინალების მცირე ჯგუფს ძალიან ცოტა ხანი დარჩა ხელისუფლებაში

სანქციების შიშით „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან გაიქცა ოთხი წევრი, ეს არის მოდელი იმისა, საბოლოო ჯამში როგორ ჩამოიშლება ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიგა ლემონჯავას განცხადებით, „იმედს“ და „პოს ტვ“-ს ბრიტანული სანქციების შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას, როგორებიცაა: სატელიტის ანაზღაურების გადახდა, სოციალურ მედიაში ოპერირება, ხელფასების გადახდა.

„სასანქციო პაკეტში „იმედთან“ და „პოს ტვ“-სთან ბიზნეს საქმიანობის პირდაპირი აკრძალვაა, რაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. მაგალითად: პრობლემას ქმნის სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან არცერთ ნორმალურ ბანკს დასანქცირებულ სუბიექტთან ურთიერთობა არ უნდა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ბუნებრივია აქედან გამოირიცხება. ჩემი ინფორმაციით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ „ლიბერთი ბანკით“ მოახერხებდნენ სახელფასო ანაზღაურების უზრუნველყოფას, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკმაც“ უარი განაცხადა. ახლა არჩევანი აქვს ივანიშვილს, ან „ქართუ ბანკში“ უნდა გადაიტანოს სახელფასო ანაზღაურებები, რაც ავტომატურად მის დასანქცირებას უდრის, ან სხვა გზას უნდა დაადგეს.

მეორეა, სუფთად პრაქტიკული ამოცანები, რაც ტელევიზიას გააჩნია: სატელიტის ანაზღაურების გადახდა, სოციალურ მედიაში ოპერირება, რამე რომ დაარეკლამო სოციალურ მედიაში, ამისთვის საბანკო ანგარიში გჭირდება, ამასაც ვერ გააკეთებენ. თუ სოციალურ მედიაში რაღაცის დაფინანსებას დაიწყებენ შემოვლითი გზებით, მათი გვერდები „მეტა“-სგან დაიბლოკება. ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ვინც „იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჯერ კიდევ მუშაობს ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მათ უბედურებაში ითრევს რეჟიმი. მათი ბედი ფეხებზე ჰკიდია პაპუაშვილსაც, კობახიძესაც და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი „ქართუ ბანკში" არ გადაიტანს თქვენს სახელფასო ბარათებს, რადგან ივანიშვილს თქვენი კი არა, საკუთარი ბანკის ბედი აინტერესებს. ყველა, ვინც ჯერ კიდევ რჩება სიბოროტის პროპაგანდისტულ მანქანაში, უნდა გაიაზროს, რომ კრიმინალების მცირე ჯგუფს ძალიან ცოტა ხანი დარჩა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს