ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს უახლოეს თვეებში ჩაატარებს

ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს უახლოეს რამდენიმე თვეში ჩაატარებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება თარიღის შესახებ, მაგრამ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

„მომდევნო რამდენიმე თვეში, შესაძლოა, რადგან ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თარიღის შესახებ, მაგრამ უახლოეს თვეებში ჩავატარებთ რეფერენდუმს ისლანდიის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - აღნიშნა ისლანდიის პრემიერმა.

მისი თქმით, ისლანდიისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის დანახვა, რომ ქვეყნის გამორჩეული არქტიკული იდენტობა, ისევე როგორც მისი ცხოვრების წესი ან რესურსების გამოყენების წესი, გათვალისწინებული იქნება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს