რომან გოცირიძე - თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ან თურნავას ვინ ეკითხება, ან აქაურ ბანკებს - ვინც შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება - სანქციები აღსრულდება

თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო - ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

რომან გოცირიძე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას, რომ „მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.

გოცირიძე აცხადებს, რომ სანქციები აღსრულდება.

„თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო. ან თურნავას ვინ ეკითხება, ან აქაურ ბანკებს. აქაური თუ გადარიცხავს, იქაური არ მიიღებს და მორჩა. ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება.

თუ მაგრები არიან, “ქართუმ” და “ლიბერთიმ” აღასრულონ თურნავას მითითება. იზამენ? აბა გაბედონ და მისცენ მაგალითი სხვებს.

სანქციები აღსრულდება! “იმედის” მზის ჩასვენება დროის საკითხია”, - წერს გოცირიძე „ფეისბუქზე“.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს