ირაკლი ნადირაძე მოწმე პოლიციელის ჩვენებაზე - „ამან იმას ის უთხრა“ - რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა: მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხა

„ამან იმას ის უთხრა" - რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხა" - ეს იყო მთელი ჩვენება,- ასე შეაფასა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ, პროკურატურის მოწმის, ყოფილი პოლიციელის ილია ბერიშვილის ჩვენება.

ნადირაძემ, მოწმეს ასევე ჰკითხა, ოპერატიულ კონფიდენტს ხომ არ მიუწოდებია სხვა ბრალდებულების შესახებ ინფორმაცია, რაზეც ილია ბერიაშვილმა განუცხადა, რომ „არ ახსენდება“.

„20 წელი გიმსახურიათ და ვაფასებთ. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კონფიდენტი. თქვენი ჩვენება აგებულია კონფიდენტზე, კონტაქტზე, მისტერ-იქსზე, მისტერ-ინკოგნიტოზე. წარმოუდგენელია, „ამან, იმას, ის უთხრა" - რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაღცა და წავიდა საცხა", ეს იყო მთელი ჩვენება.

ჩვენებაში თქვით, რომ მისტერ-იქსმა, მისტერ-ინკოგნიტომ გითხრათ, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო მთავარი ორგანიზატორი. აქ ვინც ვართ, სხვა ბრალდებულები, გვედავებიან ორგანიზატორობას, მაინტერესებს რომელიმე ჩვენგანი თუ ვყავართ კიდევ ნახსენები? ან ხომ არ დაგიდგენიათ ჩვენსა და შაიშმელაშვილს შორის კავშირი?",- მიმართა ირაკლი ნადირაძემ მოწმეს.

მოწმემ ილია ბერიშვილმა, ნადირაძეს განუცხადა, რომ გამოკითხვის გარდა მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს